Monday, February 24, 2014

კბილების მოვლა

მოსწავლეებს ვესაუბრე პირის ღრუს დაავადებებზე: კარიესი, პაროდონტიტი, სტომატიტი. ბავშვებს გავაცანი კბილების გაწმენდის სტანდარტული პროცედურა. აქტივობა: კარგი და ცუდი საკვები. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, რომლებიც ჩამოწერენ რომელი საკვებია კარგი მათი კბილებისთვის და რომელი ცუდი. მოსწავლეებს წავუკითხე რამდენიმე მითი კბილის მოვლის შესახებ. ექვსი წესი ჯანსაღი კბილების შესახებ: ჰიგიენა, კვება, კვება, საკვების ტემპერატურა, ღრძილების მოვლა, ფტორი, რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან.

ზოგადი ჰიგიენა

მოსწავლეებს ვესაუბრები ხელის დაბანის მნიშვნელობაზე და ინფექციის გავრცელების გზებზე. აქტივობა: გადამდები დაავადების გავრცელება. ბავშვებს წავუკითხავ კაზუსს. კაზუსის შემდეგ მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს: დაასახელეთ ხუთი საქციელი რომლის შედეგად მისი მიკრობები სხვას გადაედება

Wednesday, February 19, 2014

კონფერენცია

"ჯანსაღი ცხოვრების წესის" ფარგლებში მოეწყო კონკურსი სადაც მოსწავლეებს უნდა წარედგინათ არგუმენტირებული ესე თემაზე "ნაადრევი ქორწინება". შავშვების სკოლიდან თემა დაამუშავეს მარიამ წკრიალაშვილმა და თამარ წკრიალაშვილმა. 2013წ 19 თებერვალს გორში " აფხაზეთის" ოფისში გაიმართა ესეების პრეზენტაცია რომელიც წარადგინა მარიამ წკრიალაშვილმა. თემების წარდგენის შემდეგ ბავშვებს დაევალათ ჯგუფური სამუშაო სადაც უნდა შეემუშავათ აღნიშნულ თემაზე დადებითი და უარყოფითი არგუმენტები ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაციები რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. კლუბის ხელმძღვანელი: თამილა ქისიშვილი.

Monday, February 17, 2014

მეორე სეზონი -პირველი მოდული 1. სახელების დაწერა 2. გაეცნობიან ერთმანეთს" მე ვარ, მე ვიცი, მე შემიძლია." 3. ბავშვები წერენ თავაანთ მოლოდინებდ აკრავენ წინასწარ დახატულ ხეზე. 4. ბავშვები ჩამოწერენ ქცევის წესებს წინასწარ გამზადებულ გვირილის ფორმაში 5. კლუბის რაობა

Wednesday, February 5, 2014

კლუბის მუშაობა მეორე სეზონი

კლუბმა " ჯანსაღი ცხოვრების წესი" რომელიც დაიწყო 2013 წლის 1 ოქტომბერს სამ თვიანი მუშაობა დაასრულა დეკემბერში სპორტული ღონისძიებით ფრემბურთში, რომელიც გაიმართა ხიდისთავის საჯარო სკოლაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ შავშვებისა და ხიდისთავის სკოლის მოსწავლეები. შეხვედრა დასრულდა შავშვების გუნდის " იმედის" გამარჯვებით. 2014 წლის თებერვლიდან კვლავ განახლდა კლუბის მუშაობა მოსწავლეთა ახალი შემადგენლობით. გუნდი შედგება 8 მოსწავლისგან: 1. თამთა ზუბაშვილი მე-8 კლასი 2. ნინო თვაური მე-7 კლასი 3. ნათია ცეცხლაძე მე-7 კლასი 4. მარიამ სააკიანი მე-7 კლასი 5. ჯემალი ბერუაშვილი მე-8 კლასი 6. იოსებ მაისურაძე მე-8 კლასი 7. ნიკა მიდოდაშვილი მე-8 კლასი 8. მარიამ წკრიალაშვილი მე-10 კლასი კლუბის მუშაობის დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი. კლუბის ხელმძღვანელი თამილა ქისიშვილი.